This research finds that stock exchanges enhance capital market activities in post-Soviet countries, suggesting further integration into global finance.
doi.org/10.52340/eab.2025.17.02.13 ჟურნალი N 2. 2025 საფონდო ბირჟა, როგორც კაპიტალის ბაზრის ფუნქციონირების ძირითადი ჰაბი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომპანიებისთვის კაპიტალის მოზიდვის პროცესში, ინვესტორებისთვის ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის შესაძლებლობების შექმნასა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში (Fabozzi, F. J., et al, 2014; OECD, 2016). პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საფონდო ბირჟების განვითარება რთული პროცესი იყო, რასაც განაპირობებდა, როგორც საბჭოთა ეპოქის ეკონომიკური სტრუქტურების მემკვიდრეობა, ასევე - ფინანსური სისტემების მოდერნიზაციის აუცილებლობა, გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით (Peck A. et al, 2001). პოსტსაბჭოთა ქვეყნების გლობალურ ფინანსურ სისტემაში ინტეგრაციისაკენ სწრაფვის პირობებში, საფონდო ბირჟები ტრანსფორმირდნენ რესურსების განაწილებისა და ინვესტორთა ნდობის ზრდის უმნიშვნელოვანეს პლატფორმებად (UNCTAD, WFE, 2017). კვლევის მიზანია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საფონდო ბირჟების, როგორც კაპიტალის ბაზრის საქმიანობის ცენტრალური ჰაბების, როლის შესწავლა. შედეგები ბალტიისპირეთის ქვეყნებმა სწრაფად განახორციელეს სამართლებრივი სისტემების მოდერნიზაცია და დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, რამაც გაზარდა ინვესტორების ნდობა და მოიზიდა უცხოური ინვესტიციები. შედეგად, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა შექმნეს კარგად განვითარებული ფინანსური ბაზრები და საფონდო ბირჟები, რომლებიც ცნობილია მათი ეფექტიანობითა და სტაბილურობით (Solovjova I. et al, 2022; James G. et al, 2002; Klink, K. et al, 1995; Jaseviien, F. et al, 2013). დღეს ესტონეთში ფუნქციონირებს ტალინის საფონდო ბირჟა (Tallinn Stock Exchange), ლიეტუვაში –Nasdaq Vilnius, ხოლო ლატვიაში – Nasdaq Riga, რომლებიც რეგიონში კაპიტალის ბაზრის ფუნქციონირების მნიშვნელოვან ჰაბს წარმოადგენს. საქართველოში, უკრაინასა და ყაზახეთში განხორციელდა ფართომასშტაბიანი სამართლებრივი რეფორმები საფონდო ბირჟების შექმნისა და გლობალურ ფინანსურ სისტემაში ინტეგრაციის მიზნით. ყაზახეთმა პრივატიზაციის ეტაპობრივი მიდგომა აირჩია, გაყიდა მსხვილი სახელმწიფო საწარმოები, მოიზიდა უცხოური ინვესტიციები, შექმნა სტაბილური ფინანსური ბაზარი კარგად დარეგულირებული ინსტიტუტებითა და მზარდი საფონდო ბირჟებით – ყაზახეთის საფონდო ბირჟა (KASE) და ასტანის საერთაშორისო ბირჟა (AIX), რომლებმაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს უცხოური კაპიტალის მოზიდვაში. უკრაინამ უპირატესობა სწრაფი პრივატიზაციის კურსს მიანიჭა, გააუმჯობესა საბაზრო ინფრასტრუქტურა, განახორციელა საფონდო ბირჟის რეფორმა და ძალისხმევა მიმართა გლობალურ ფინანსურ სისტემაში ინტეგრაციისკენ, თუმცა, ლიკვიდურობის ნაკლებობა და ინვესტორთა ნდობა მნიშვნელოვან გამოწვევად დარჩა. საქართველომ 2000-იან წლებში ჩაატარა სწრაფი ეკონომიკური რეფორმები, რათა დაენერგა ბაზარზე ორიენტირებული პოლიტიკა და ხელი შეეწყო საფონდო ბირჟის განვითარებისთვის. მიუხედავად ამისა, საქართველოს კაპიტალის ბაზარი კვლავ განვითარების საწყის ეტაპზეა და მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდება ლიკვიდურობასა და ბაზრის სიღრმესთან დაკავშირებით. რუსეთმა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეკონომიკური რეფორმები უფრო მოგვიანებით დაიწყო, თუმცა, შექმნა დიდი და გავლენიანი ფინანსური ბაზარი, სადაც მოსკოვის საფონდო ბირჟა (MOEX) ევროპის უმსხვილეს ბირჟებს შორისაა. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სანქციები და პოლიტიკური არასტაბილურობა კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რუსეთის კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე. სომხეთმა, აზერბაიჯანმა და ყირგიზეთმა ეკონომიკური რეფორმები ანალოგიურად გვიან დაიწყეს. სომხეთის მიერ პრივატიზაციის მიმართ შერჩეულმა სტრატეგიამ გამოიწვია კაპიტალის ბაზრის ნაკლებად განვითარება, შესაბამისად, კაპიტალის ბაზრის და საფონდო ბირჟების განვითარების პროცესი ნელა მიმდინარეობს. აზერბაიჯანში საფონდო ბაზარი განვითარებადია და მიმდინარეობს აქტიური ძალისხმევა თანამედროვე ფინანსური სისტემის ჩამოსაყალიბებლად. ყირგიზეთში ფინანსური სისტემა კვლავ განვითარების ეტაპზეა, ხოლო საფონდო ბაზარი ლიკვიდურობის ნაკლებობას განიცდის. ბელარუსში, უზბეკეთში, თურქმენეთში, მოლდოვასა და ტაჯიკეთში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები გამოირჩევა სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის და კაპიტალის ბაზრის განვითარების სხვადასხვა დონით. ამ ქვეყნებში საფონდო ბირჟების განვითარება საწყის ეტაპზეა და ხასიათდება სუსტი სამართლებრივი სისტემით, ინვესტორთა შეზღუდული დაინტერესებით და არასაკმარისი ლიკვიდურობით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უზბეკეთს აქვს დიდი პოტენციალი, იმ შემთხვევაში თუ სრულად გახსნის თავის სავალუტო, ობლიგაციებისა და აქციების ბაზრებს საერთაშორისო ინვესტორებისთვის და შექმნის ლოკალური ინსტიტუციური ინვესტორების ბაზას. მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში საფონდო ბირჟები კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან. საფონდო ბირჟებმა უნდა გააძლიერონ კავშირები საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან და გლობალურ ინვესტორებთან, რათა უზრუნველყონ გლობალურ ფინანსურ სისტემებში ინტეგრაცია. ფინტეკის და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების განვითარება წარმოადგენს ახალ შესაძლებლობებს ბაზრებზე წვდომის, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გაუმჯობესებისათვის. საკვანძო სიტყვები: კაპიტალის ბაზარი, საფონდო ბირჟა, სამართლებრივი რეფორმები, პრივატიზაცია, პოსტსაბჭოთა ქვეყნები. References: • Ake B. and Dehuan J. (2010). The Role of Stock Market Development in Economic Growth: Evidence from Some Euronext Countries. International Journal of Financial Research, 1(1):14-20. • Astana International Financial Centre (AIFC). (2023). Market Development Report. • Ataniyazov J., & Sayfullokhon N. (2022). Stock Market in Uzbekistan: Current Situation and Development Prospects. British Journal of Multidisciplinary and Advanced Studies, 3(1):1–10. • Bascom Wilbert O. (1994) The Economics of Financial Reform in Developing Countries. St.Martin`s Press, (New York; Houndmills). • Bulatov A. S., Kvashnin Y. D., Mamedova N. M., Zhdanov S. V. (2019). The Economy of Russia and Other Post-Soviet Countries. Cambridge Scholars Publishing, 1–468 • Butsa Y. (2008). Stock markets development in Eastern European Evidence from Poland Hungary, Russia and Ukraine. Budapest: Central European University, Department of Economics. • Central Bank of Armenia. (2022). Annual Financial Stability Report. • European Bank for Reconstruction and Development (EBRD). (2020). Transition Report 2020-21: The State Strikes Back. • Estrin S., & Uvalic, M. (2014). Transition Economies and Economic Development.Routledge. • Fabozzi F. J., Modigliani F., & Jones F. J. (2014). Foundations of Financial Markets and Institutions (4th ed.). Pearson Education. • Gulyamov S., Narziev O., Safoeva S., & Juraev J. (2021). State Role and Securities Market Development In Uzbekistan. The American Journal of Political Science Law and Criminology, 3(06):20–33. • Havrylyshyn Oleh (2006). Divergent Paths in Post-Communist Transformation: Capitalism for All or Capitalism for the Few? New York: Palgrave MacMillan, p. 192. • James Gillies & Jaak Leimann & Rein Peterson (2002). "Making a Successful Transition from a Command to a Market Economy: the lessons from Estonia," Corporate Governance: An International Review, Wiley Blackwell, vol. 10(3):175-186. • Jaseviien Filomena; Valiulien, Vaida (2013). MAIN RISKS IN THE LITHUANIAN BANKING SECTOR: ANALYSIS AND EVALUATION. Ekonomika, vol. 92, núm. 1:97-119. • International Monetary Fund (IMF). (2021). Regional Economic Outlook: Europe. • Irina Solovjova, Konstantins Talikovs, Lydia Golubeva, Anna Litvinenko, Ruta Svētiņa (2022). Underpricing in a Capital Market: Case of Latvia. WSEAS TRANSACTIONS on BUSINESS and ECONOMICS, Vol.19:638-646. • Klink K., Raudsepp V., & Tuusis D. (1995). INVESTMENTS, CAPITAL MARKET AND COST OF CAPITAL IN ESTONIA. FINANCIAL ISSUES OF TRANSITION ECONOMIES, 47. In book: Financial Issue of Transition Economies. University of Tartu. • National Bank of Georgia. (2023). Capital Market Development Strategy. • Mitra Pradeep K., Selowsky Marcelo (2002). Lessons from a Decade of Transition in Eastern Europe and the former Soviet Union. Journal Finance and Development. Volume 39, Number 2:1-85. • OECD (2016). Capital Markets in Eurasia: The Role of Stock Exchanges. Paris: OECD Publishing. • Peck A.E. (2001). The Development of Commodity Exchanges in the Former Soviet Union, Eastern Europe, and China. Australian Economic Papers, 40:437-460. • Pistor K., Raiser M., & Gelfer S. (2000). "Law and Finance in Transition Economies." Economics of Transition, 8(2): 325–368. • Plopeanu A. P. (2017). Post-Communist Transformations in Central and Eastern Europe. `Holistic Versus Extended Order` Model. Claremont McKenna College Robert Day School of Economics & Finance Research Paper Series, pp.1-20. • Prats Maria A. and Sandoval Beatriz (2016). Stock Market and Economic Growth in Eastern Europe. Kiel Institute for the World Economy, Economics Discussion Papers, No 2016-35:1-33. • Ukrainian Exchange. (2022). Stock Market Statistics. • UNCTAD, WFE (2017). The Role of Stock Exchanges in Fostering Economic Growth and Sustainable Development, 1-22. • World Bank. (2007). Developing Financial Markets in Transition Economies: A Progress Report. Washington, D.C.: World Bank. Keywords: Capital market, legal reforms, privatization, stock exchange, post-Soviet countries JEL Codes: G15, G18, G20, G23, G24, G28, O33, P34
No takes yet. Share an insight, caveat, or question.
გიორგი ფარესიშვილი (2025) studied this question.
Synapse has enriched 5 closely related papers on similar clinical questions. Consider them for comparative context: