Answers are grounded in this paper and cite their sources.
აქტინიდიის ნაყოფის მოხმარება გაიზარდა მსოფლიო ბაზარზე, მისი პოპულარობა გამოწვეულია ნაყოფში დიდი რაოდენობით ვიტამინების შემცველობით და სამკურნალო თვისებებით. სტატიაში განხილულია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სუბტროპიკული კულტურის — კივის (Actinidia deliciosa) — ფენოლოგიური ფაზების ქრონოლოგია და თავისებურებები იმერეთის (ბაღდათის მუნიციპალიტეტის) აგროკლიმატურ პირობებში. გაანალიზებულია კლიმატური ფაქტორების გავლენა როგორც ვეგეტაციის დაწყებაზე, ისე მის დასრულებაზე, და მოცემულია პრაქტიკული რეკომენდაციები. ზოგადად, იმერეთი კივის კულტურისთვის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონია საქართველოში, თუმცა ფენოლოგიური ფაზების სწორად ცოდნა მევენახე-მებაღეს საშუალებას აძლევს: სწორად დაგეგმოს მოვლის ღონისძიებები; თავიდან აირიდოს გვიანი ყინვისა და სოკოვანი დაავადებების რისკები; მაქსიმალურად გაზარდოს მოსავლის რაოდენობა და ხარისხი; ბაღდათის მუნიციპალიტეტისთვის და ზოგადად იმერეთის რეგიონისთვის დამახასიათებელია მაღალი ტენიანობა, რბილი ზამთარი, რაც ხელსაყრელია მცენარეთა ვეგეტაციისათვის, თუმცა საჭიროებს სათანადო აგროტექნიკურ მეთოდებს — გასხვლა, გამოკვება, შეწამვლა და ა. შ.
No takes yet. Share an insight, caveat, or question.
Kopaliani et al. (2026) studied this question.
Synapse has enriched 8 closely related papers on similar clinical questions. Consider them for comparative context: